ბორდალასი: ,,მამარდაშვილი წარმოუდგენელ დონეზეა”

,,ლევანტესთან” გამართული მატჩის შემდეგ, ,,ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა, ,,ღამურების” მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა:

,,შემიძლია გითხრათ, რომ მამარდაშვილი გამაოგნებელი პიროვნებაა და წარმოუდგენელ დონეზეა. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ,” – ბორდალასის სიტყვებს Marca ციტირებს.


მამარდაშვილი ,,ლევანტესთან” შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ქართველმა მეკარემ დღევანდელ მატჩში მეტოქის დარტყმა ხუთჯერ მოიგერია.

34 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 43 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. ხოსე ბორდალასის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 მაისს, ,,ბილბაოს” წინააღმდეგ გამართავს.

ბორდალასი: ,,მამარდაშვილი წარმოუდგენელ დონეზეა”

სტატიის ავტორი
-