25 | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ახალი ნომრით ითამაშებს

ესპანურმა “ვალენსიამ” კლუბის მოთამაშეების ახალი ნომრები წარადგინა. მამარდაშვილი 28-ის ნაცვლად, 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რაც იმით აიხსნება, რომ გასულ სეზონში, ქართველი მეკარე პირველ გუნდში დარეგისტრირებული არ ყოფილა.

მიმდინარე სეზონში, 21 წლის მეკარე, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. “ლა ლიგის” ეგიდით, “ჟირონას”, “ატლეტიკისა” და “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ნათამაშებ მატჩებში მან 2 გოლი გაუშვა. შედეგად, “ვალენსიას” კარის ქართველი დარაჯი SofaScore-ის საუკეთესო გუნდში მოხვდა.

აგვისტოში, მამარდაშვილმა საშუალოდ 7.07 შეფასება დაიმსახურა და U21 კატეგორიაში საუკეთესოდ დასახელდა.

25 | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ახალი ნომრით ითამაშებს 1

25 | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ახალი ნომრით ითამაშებს

სტატიის ავტორი
-