ანხელ დი მარია, შესაძლოა, ბენფიკაში დაბრუნდეს

,,ბენფიკა” არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევის, ანხელ დი მარიას, გადაბირებით ინტერესდება.

ლისაბონურმა გუნდმა ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

დი მარიას გაფორმება ,,ინტერ მაიამისაც” სურს, მაგრამ თავად არგენტინელისთვის პრიორიტეტული კარიერის ევროპულ კლუბში გაგრძელებაა.

არგენტინელმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ტურინის ,,იუვენტუსი” დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

https://twitter.com/AlbicelesteTalk/status/1669817725235888128

ანხელ დი მარია, შესაძლოა, ბენფიკაში დაბრუნდეს

სტატიის ავტორი
-