არტურო ვიდალს ჯარიმის სახით €800 000-ის გადახდა დაევალა

ესპანური Marca-ს ცნობით, არტურო ვიდალს ბარში ჩხუბის გამო დიდი მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა – ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჩილელი ფეხბურთელი მიუნხენის “ბაიერნში” თამაშობდა.

როგორც ირკვევა, ჩხუბის დროს ვიდალმა ვინმე მეჰმეტ ე.-ს, არყის ბოთლი გადაალეწა, რის გამოც მან მძიმე დაზიანება მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯარიმის გადახდა არამარტო არტურო ვიდალს, არამედ მის ძმას, სანდრინიოსა და მათთან ერთად მყოფ კიდევ ერთ პირს დაეკისრათ (€61 000).

ჯერჯერობით უცნობია ამ საკითხზე ვიდალის კომენტარი – ჩილელი ფეხბურთელი სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

 

არტურო ვიდალს ჯარიმის სახით €800 000-ის გადახდა დაევალა

სტატიის ავტორი
-