AS: კვარაცხელია რეალის სამიზნეა – ნაპოლიმ ლიდერებზე ფასი დააწესა 

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ესპანური საფეხბურთო გამოცემა Onefootball საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, 22 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის დამატება მადრიდის “რეალს” სურს.

ამავე დროს, ირკვევა, რომ “ნაპოლიმ” თავისი გუნდის ორ ლიდერს, ქართველ გარემარბსა და ნიგერიელ თავდამსხმელს, ვიქტორ ოსიმენს კონკრეტული სატრანსფერო ღირებულება დაადო. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 100 მილიონი ევროს გარეშე არ გაუშვებს, საუკეთესო ბომბარდირს კი 150 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.

პოტენციურ ტრანსფერებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ისაუბრა და თქვა, რომ მას ვალები არ აქვს და შესაბამისად, ძვირფასეულობის გაყიდვას არ საჭიროებს.

მიმდინარე სეზონში, რომელიც კვარასთვის “ნაპოლის” შემადგენლობაში სადებიუტოა, ქართველმა ვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში, 12 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

AS: კვარაცხელია რეალის სამიზნეა – ნაპოლიმ ლიდერებზე ფასი დააწესა 

სტატიის ავტორი
-