As – რეალი მბაპეს იმ შემთხვევაში გაიფორმებს, თუ აღიარებს, რომ 2021 წელს გუნდს არასწორად მოექცა

,,რეალი” მზადაა, რომ ,,პარი სენ ჟერმენისა” და საფრანგეთი ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, კილიან მბაპე 2024 წელს გაიფორმოს. ინფორმაციას As-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მადრიდული გუნდი ფეხბურთელის ყიდვას ამ ზაფხულს არ აპირებს, რადგან მისი სატრანსფერო ღირებულება ძალიან დიდია. თუმცა თუ ფასი კლუბისთვის ხელმისაწვდომი იქნება, შესაძლოა, ტრანსფერი 2023 წელს შედგეს.

As-ი წერს, რომ ამ ეტაპზე ,,რეალს” ფეხბურთელის გაფორმებამდე ორი პირობა აქვს – გარიგება უფასო უნდა იყოს (რაც 2024 წელს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ იქნება შესაძლებელი) და კილიანმა საჯაროდ უნდა აღიაროს, რომ 2021 წელს, როცა ,,სამეფო გუნდში” გადასვლაზე უარი თქვა, არასწორად მოიქცა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, კილიანის ამჟამინდელ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია. თუ მბაპე განახლების ვარიანტს 4 თვეში არ გაააქტიურებს, მაშინ მისი კონტრაქტი 2024 წლის ივნისში დასრულდება.

მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარისშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 30 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

As – რეალი მბაპეს იმ შემთხვევაში გაიფორმებს, თუ აღიარებს, რომ 2021 წელს გუნდს არასწორად მოექცა

სტატიის ავტორი
-