ბარსელონა კოუტინიოს 67 მილიონ ევროდ შეელევა

ფილიპე კოუტინიო ამჟამად იჯარის წესით მიუნხენის “ბაიერნში” ასპარეზობს, სადაც 26 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

მიუნხენელთა მესვეურები ბრაზილიელის ყიდვას არ აპირებენ. აქედან გამომდინარე, როდესაც იჯარის ვადა ამოიწურება კოუტინიო “ბარსელონაში” დაბრუნდება.

კატალონიელთა ხელმძღვანელობას აღარ სჯერა, რომ ფილიპე 100 მილიონად გაიყიდება, ამიტომ ისინი თანახმა არიან ბრაზილიელი ბევრად ნაკლებ თანხად გაყიდონ. თუ ვინმე კოუტინიოში 67 მილიონ ევროს გადაიხდის “ბლაუგრანა” ტრანსფერზე თანახმა იქნება.

სამწუხაროდ კოუტინიოს კარიერა კარგად არ წარიმართა. ბრაზილიელი შესანიშნავი იყო “ლივერპულში” და მისი გადასვლა “ბარსელონაში” საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა.

“მერსისაიდელთა” ყოფილი “ათიანი” ჯერ მხოლოდ 27 წლის არის და თუ კი სწორ ადგილზე და კარგ გუნდში აღმოჩნდება, მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ მსოფლიო ასპარეზზე გაიბრწყინოს.

ბარსელონა კოუტინიოს 67 მილიონ ევროდ შეელევა

სტატიის ავტორი
-