“ბარსელონა“ მზად არის რაბიოს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს

ფრანგული პრესის ცნობით, კატალონიური „ბარსელონა“ ფრანგი ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული. „პსჟ-ს“ ფეხბურთელს ესპანელები წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც მისი ამჟამინდელი ხელფასის მინიმუმ 3-ჯერ გაზრდას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, კატალონიელები ახალგაზრდა ფრანგის შესაძენად 50 მილიონი ევროს გადახდას და ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ.

პსჟ-ში 23 წლის ნახევარმცველს 210 მატჩი მოუგროვდა, სადაც მან 23 გოლის გატანა და 16 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

“ბარსელონა“ მზად არის რაბიოს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს

სტატიის ავტორი
-