ბარსელონა Vs. პსჟ ნეიმარის გარეშე?!

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი უპრინციპულესი მატჩის წინ, პარიზული გრანდი ბრაზილიელი ვარსკვლავის გარეშე დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარმა შესაძლოა “ბარსელონას” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

საფრანგეთის თასზე, “კაენის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მე-60 წუთზე, ნეიმარმა ტრავმა მიიღო და სამწვრთნელო შტაბი იძულებული გახდა ბრაზილიელი ვარსკვლავი მოედნიდან გაეყვანა. ნეიმარის ტრავმის სირთულის თაობაზე, ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში – სრული გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გავრცელდება, თუმცა “პარი სენ ჟერმენთან” დაახლოებული პირების მტკიცებით, “ბლაუგრანას” წინააღმდეგ ნეიმარის თამაში საეჭვოა.

ფრანგული L’ÉQUIPE-ს მტკიცებით, ნეიმარმა კუნთის საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და “ბარსელონას” წინააღმდეგ მისი ხილვა პრაქტიკულად გამორიცხულია.


ბარსელონა Vs. პსჟ ნეიმარის გარეშე?! 1


ნეიმარი ერთადერთი ვარსკვლავი არაა, რომელიც პარიზულ გრანდს ვერ დაეხმარება. “მარსელთან” შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ანხელ დი მარია უპრინციპულეს შეხვედრას ასევე გამოტოვებს. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენის” დაპირისპირება, 16 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე გაიმართება.

ბარსელონა Vs. პსჟ ნეიმარის გარეშე?!

სტატიის ავტორი
-