ბარსელონამ მიუნხენის ბაიერნის რეკორდი გაიმეორა

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში “ტოტენჰემთან” ფრედ, 1:1 ითამაშა, მაგრამ კატალონიელებს ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის რეკორდის გამეორებისთვის ეს შედეგიც ეყოთ. 

ლონდონელებთან გამართული დაპირისპირება “ნოუ კამპზე” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩატარებული ზედიზედ 29-ე მატჩი იყო, რომელშიც გუნდმა არ წააგო. “ბარსელონამ” ამით მიუნხენის “ბაიერნის” რეკორდი გაიმეორა, რომელიც “რეკორდმაისტერებმა” 1998-2002 წლებში დაამყარეს.

კატალონიელებმა “ჩემპიონთა ლიგაზე” საკუთარ კედლებში ბოლოს 2013 წელს “ბაიერნთან” 0:3 წააგეს. ამის შემდგომ გუნდმა “ნოუ კამპზე” ჩატარებული 29 თამაშიდან 26 მოიგო, ხოლო 3 ფრედ დაასრულა.

ბარსელონამ მიუნხენის ბაიერნის რეკორდი გაიმეორა

სტატიის ავტორი
-