ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტს, ხორდი კარდონერს, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს.

როგორც ირკვევა, კარდონერი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.

კარდონერის გარდა, კორონავირუსით ინფიცირებულები არიან “ბარსელონას” სამედიცინო შტაბის უფროსი, რამონ კანალი და ხოსეპ ანტონი გუტიერესი – “ბარსელონას” ხელბურთის გუნდის ექიმი.

ესპანეთის მოსახლეობის მსგავსად, “ბარსელონას” ფეხბურთელებს, 28-დღიანი კარანტინში ყოფნა მოუწევთ, რომელიც 26 აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ფეხბურთელები ინდივიდუალურად, სახლში ივარჯიშებენ და ვალდებულები არიან, გუნდის მითითებები შეასრულონ.

5 აპრილის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 124,736 შემთხვევაა დაფიქსირებული, ინფიცირებულთა რაოდენობა კი ყოველდღიურად იმატებს.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

სტატიის ავტორი
-