ბერნარდუ სილვას გადაბირებით პარი სენ ჟერმენიც ინტერესდება

,,მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ, კარიერა, შესაძლოა, საფრანგეთში გააგრძელოს. ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პორტუგალიელის ტრანსფერით ,,პარი სენ ჟერმენი” ინტერესდება. თავად ფეხბურთელს, რომელსაც ,,ქალაქელები” 80-85 მილიონ ევროდ აფასებენ, კლუბის დატოვება სურს.

სილვასთვის ბრძოლაში პარიზელების მთავარი კონკურენტი ,,ბარსელონა” იქნება. კატალონიელები ნახევარმცველის ყიდვას იმ შემთხვევაში აპირებენ თუ გუნდიდან ფრენკი დე იონგი წავა.

,,პსჟ-ში” მიაჩნიათ, რომ პორტუგალიელის გადაბირებას ლუიშ კამპუშის დახმარებით შეძლებენ. 2014 წელს ბერნარდუ ,,მონაკოში” სწორედ კამპუშმა მიიყვანა.

გასულ სეზონში სილვამ ,,მანჩესტერ სიტის” მაისურით ჩატარებულ 50 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.


ბერნარდუ სილვას გადაბირებით პარი სენ ჟერმენიც ინტერესდება

სტატიის ავტორი
-