ბოატენგი: “ბარსა, მე მოვდივარ!”

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განელი ფეხბურთელი კევინ-პრინც ბოატენგი “ბარსელონას” რიგებს შეუერთდება. ჟურნალისტებმა რამდენიმე წუთის წინ ბოატენგი გამოიჭირეს და მას კომენტარის გაკეთება სთხოვეს, პრინცმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

“ბარსა, მე მოვდივარ! მწყინს რომ “სასუოლოს” ვტოვებ, მაგრამ ეს დიდებული შანსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო. არაფერი მკითხოთ “რეალზე”, ეს წარსულია! მე მინდა “ბარსელონაზე” ვფოკუსირდე და იმედია შემდეგ კლასიკოში “ბერნაბეუზე” გოლსაც გავიტან” – განაცხადა ბოატენგა.

შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ მადრიდის “რეალი” კევინ-პრინცის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა, თუმცა მაშინ ბოატენგი მადრიდელთა რიგებში აღარ გადავიდა, ახლა კი შანსი მიეცა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადავიდეს.

ბოატენგი: “ბარსა, მე მოვდივარ!”

სტატიის ავტორი
-