ბოსნიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

2022 წლის პირველი ამხანაგური შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს.

“ჯვაროსნები” ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ სტუმრად, ქალაქ ზენიცაში ითამაშებენ.

მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.

მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება:

საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი, – საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია – ბუდუ ზივზივაძე. 3-2-4-1.

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.

ბოსნიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-