ბუსკეტსი: “ლიონის თამაში შევისწავლეთ და მათი ძლიერი მხარეები კარგად ვიცით”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

“ვფიქრობთ, რომ “ლიონი” დღეს ფორმის პიკზე იმყოფება. გუნდს სახიფათო შემტევი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც კონტრშეტევაზე სწრაფად გადმოდიან. თუმცა თუკი ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, ჩვენ გამარჯვებას შევძლებთ.

მიმდინარე სეზონში “ბარსელონა” გასვლით მატჩებს კარგად თამაშობს. ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ “ლიონის” თამაში და მაქსიმალურად ვეცდებით მათ თავისუფალი სივრცეები შევუზღუდოთ,” აღნიშნა სერხიო ბუსკეტსმა.

ასევე იხილეთ: ბოლო ურთიერთშეხვედრა: ბარსელონა 5:2 ლიონი (მიმოხილვა)

ბუსკეტსი: “ლიონის თამაში შევისწავლეთ და მათი ძლიერი მხარეები კარგად ვიცით”

სტატიის ავტორი
-