გუნდიდან აზარის წასვლით რეალი 7 მილიონ ევროს დაზოგავს

გუშინ ,,რეალმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ედენ აზარი გუნდს დატოვებს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, ბელგიელის წასვლით ,,სამეფო კლუბი” თითქმის 7 მილიონ ევროს დაზოგავს.

აზარმა, რომელსაც ,,რეალთან” კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ხელფასის ნაწილის მიღებაზე უარი თქვა.

32 წლის ფეხბურთელმა მადრიდული გრანდის მაისურით სულ 76 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გუნდიდან აზარის წასვლით რეალი 7 მილიონ ევროს დაზოგავს

სტატიის ავტორი
-