გიორგი მამარდაშვილი ბარსელონასთან მატჩში ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია

ლა ლიგის 25-ე ტურში ,,ვალენსია” ,,ბარსელონას” უმასპინძლებს. მატჩი 19:15 საათზე დაიწყება.

,,ღამურების” ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი.

მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა ,,ვალენსიას” მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაუშვა. 21 წლის მეკარემ ბოლოს ერთი კვირის წინ, ,,ალავესის” წინააღმდეგ ითამაშა.

24 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 30 ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა.


გიორგი მამარდაშვილი ბარსელონასთან მატჩში ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია

სტატიის ავტორი
-