რეალი ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს სთავაზობს

მადრიდის ,,რეალი” ,,ნაპოლის” თავდამსხმელით, ვიქტორ ოსიმენით ინტერესდება. ინფორმაციას El Nacional-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,სამეფო გუნდში” ნიგერიელს ქარიმ ბენზემას შემცვლელად განიხილავენ და მზად არიან, მის სანაცვლოდ ნეაპოლელებს 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.

El Nacional-ი იმასაც წერს, რომ ,,ნაპოლი” 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვას 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში ოსიმენის ანგარიშზე ,,პარტენოპეის” მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. თავდამსხმელს ,,ნაპოლისთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

რეალი ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს სთავაზობს

სტატიის ავტორი
-