ბაიერნმა ტოტენჰემს კეინის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა
,,ბაიერნი” ,,ტოტენჰემის” თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობას განაგძობს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუნხენურმა გრანდმა ლონდონელებს მეორე წინადადებით მიმართა. როგორც იტალიელი წერს, ,,რეკორდმაისტერმა” ,,დეზებს” ფეხბურთელის სანავლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა (+ ბონუსები). ,,ტოტენჰემის” ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დიდი ალბათობით, გუნდი შეთავაზებას არ დათანხმდება. ,,ბაიერნმა” ლონდონელებს რამდენიმე კვირის წინ 70 მილიონი ევროც შესთავაზა (ბონუსების გარეშე), რაზეც უარი […]
დავიდ დე ხეამ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა
დავიდ დე ხეამ, რომელსაც ,,მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა: ,,ეს მანჩესტერ იუნაიტედის ყველა გულშემატკივრისთვის ჩემი გამოსამშვიდობებელი გზავნილია. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც 12 წლის განმავლობაში გამოხატავდით. მას შემდეგ, რაც ძვირფასმა სერ ალექსმა ამ კლუბში მომიყვანა, ერთად ბევრს მივაღწიეთ. ეს ჩემს კარიერაში დაუვიწყარი და წარმატებული პერიოდი იყო. არ მეგონა, რომ […]
ედვინ ვან დერ სარი ჰოსპიტალში გადაიყვანეს
ამსტერდამის “აიაქსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა- ედვინ ვან დერ სარი, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით ვეტერანი ნიდერლანდელი კიპერი საავადმყოფოში თავის ტვინის სისხლჩაქცევის გამო მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია “აიაქსის” ოფიცილურ ვებგვერდზე გავრცელდა. წყაროს მტკიცებით ვან დერ სარი რეანიმაციულ განყოფილებაშია, თუმცა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ვან დერ სარი “აიაქსის” კარს 1990-99 წლებში იცავდა და ნიდერლანდების ფლაგმან კლუბთან ერთად არაერთ ტიტულს […]
გრანიტ ჯაკა კარიერას ლევერკუზენში გააგრძელებს
“არსენალის” ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა კარიერას “ბაიერ ლევერკუზენში” გააგრძელებს. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ლევერკუზენმა” ჯაკა 21.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა, “არსენალი” ჯამში 25 მილიონს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ გრანიტს “მეთოფეთა” რიგებში თითქმის 300 (297) შეხვედრა აქვს ჩატარებული და ლონდონური კლუბის რიგებში 23 გოლის გატანა შეძლო. ამასთან ერთად ჯაკამ FA თასის გამარჯვებულიც გახდა.
ESPN-მა გასული სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ESPN-ის ვერსიით, 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დასახელდა. გამოკითხვა 50 ჟურნალისტს შორის მიმდინარეობდა. გასულ სეზონში ,,მანჩესტერ სიტიმ” პეპის ხელმძღვანელობით პრემიერლიგის, ინგლისის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, რითაც ტრებლი შეასრულა. ტოპ სამეულში, ასევე, კარლო ანჩელოტი (რეალი) და ლუჩიანო სპალეტი (ნაპოლი) მოხვდნენ. 10 საუკეთესო მწვრთნელი ESPN-ის ვერსიით: პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) კარლო ანჩელოტი (რეალი) […]
მეისონ მაუნტმა დაადასტურა, რომ ჩელსის ტოვებს
მეისონ მაუნტმა ,,ჩელსიდან” წასვლის შესახებ განაცხადა. ფეხბურთელმა გადაწყვეტილების შესახებ გულშემატკივრებს რამდენიმე წუთის წინ ამცნო: ,,ბოლო 6 თვის განმავლობაში გავრცელებული სპეკულაციების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს თქვენთვის მოულოდნელი არ იყოს, მაგრამ ეს არ მიმარტივებს იმის თქმას, რომ ჩელსის დატოვება გადავწყვიტე. ვფიქრობ, რომ თქვენ იმაზე უფრო მეტს იმსახურებთ, ვიდრე წერილობითი განცხადებაა, ამიტომ, მინდა, პირდაპირ გითხრათ, რამდენად მადლობელი ვარ თქვენი […]
მას შემდეგ, რაც მაურისიო პოჩეტინომ “ჩელსი” ჩაიბარა 51 წლის სპეციალისტმა მედიასთან პირველად ისაუბრა. მისი თქმით, ის კმაყოფილია, რომ ამ კლუბში მოუწევს მუშაობა. “ჩელსის” შემოთავაზებაზე დათანხმება ძალიან ადვილი იყო. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და ისე ვითამაშებთ, რო, ფანებს დიდი სიამოვნება მივანიჭოთ. “ჩელსის” ისტორია გამარჯვებას და ყოველთვის სათავეში ყოფნას უკავშირედება. ჩავარდნები არ უნდა გვქონდეს. ბოლო 10, 12, 15 […]
ოფიციალურად: სანდრო ტონალი ნიუკასლის ფეხბურთელია
ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპული მედია აქტიურად ავრცელებდა, ოფიციალურად დადასტურდა – სანდრო ტონალი “ნიუკასლის” ფეხბურთელი გახდა. 23 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა, რომელმაც “მილანი” დატოვა, ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, ტონალის ტრანსფერში “კაჭკაჭებმა” “როსონერის” იტალიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაუხადეს. სანდრო ტონალი “მილანმა” 2020 წლის 9 სექტემბერს, “ბრეშადან” შეუერთდა და 1 სეზონის განმავლობაში […]
ლივერპულმა სობოსლაის ტრანსფერი დაადასტურა
უნგრეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, დომინიკ სობოსლაი ,,ლივერპულმა” გაიფორმა. ინფორმაციას ,,მერსისაიდელთა” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ,,ლაიფციგიდან სობოსლაი გავიფორმეთ. ფეხბურთელმა, ასევე, დიდი ბრიტანეთისგან სამუშაო ნებართვა მიიღო,” – წერია გუნდის განცხადებაში. უნგრელმა გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს: ,,ისტორიულ გუნდში ვითამაშებ. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ვუთხრა ,,ლივერპულის” ქომაგებს, რომ მათთან ,,ენფილდზე” შეხვედრას მოუთმენლად ველი,” – თქვა […]
მანჩესტერ სიტი ზაფხულში ორი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს
,,მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ორი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. ინფორმაციას Manchester Evening News-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ ფეხბურთელებს შორის ბერნარდუ სილვა და ემერიკ ლაპორტი არიან. პორტუგალიელის გადაბირებით, რომელსაც ,,ქალაქელებთან” კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ,,ბარსელონა”, ,,პსჟ” და ,,ალ ჰილალი” ინტერესდებიან. ლაპორტის ყიდვა კი ,,ჩელსის”, ,,ბაიერნსა” და ,,ასტონ ვილას” სურთ. ბერნარდუმ გასულ სეზონში ,,სიტის” მაისურით […]
ჩელსი მზადაა, კაისედოს სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი გადაიხადოს
,,ჩელსიმ” ,,ბრაიტონს” მოისეს კაისედოს ტრანსფერის შესახებ ახალი წინადადებით მიმართა. ინფორმაციას Evening Standard-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ლონდონური გუნდი მზადაა, ეკვადორელის სანაცვლოდ, 80 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. კაისედო არ არის ერთადერთი ნახევარმცველი, რომელსაც ,,არისტოკრატები” მატეო კოვაჩიჩის, კაი ჰავერცის, ნ’გოლო კანტესა და რუბენ ლოფტუს-ჩიკის გაშვების შემდეგ აკვირდებიან. ,,ჩელსი”, ასევე, რომეო ლავიას (საუთჰემპტონი), ამადუ ონანასა (ევერტონი) და გაბრი ვეიგას (სელტა) […]
დომინიკ სობოშლაი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დომინიკ სობოშლაი კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს. სპორტული ჟურნალისტის თქმით, კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტიც იქნება. უნგრელი ფეხბურთელის შესაძენად მერისაიდულმა კლუბმა 70 მილიონი ევრო გადაიხადა. რომანოს მტკიცებით, ტრანსფერის დახურვა მხოლოდ დროის საკითხია. “ლივერპულმა” დომინიკთან პერსონალური პირობები უკვე შეათანხმა და სამედიცინო შემოწმებასაც მალე გაივლის.