რაჰიმ სტერლინგი ლონდონის ჩელსის ფეხბურთელია

,,მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი, რაჰიმ სტერლინგი კარიერას ლონდონის ,,ჩელსიში” გააგრძელებს. ინფორმაციას ,,არისტოკრატების” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

27 წლის შემტევმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა როგორც Transfermarkt-ი იტყობინება, ,,ჩელსიმ” ინგლისელის სანაცვლოდ 63,7 მილიონი ევრო გადაიხადა.

სტერლინგი ,,სიტიში” 2015 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში შემტევმა მანჩესტერული კლუბის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.


რაჰიმ სტერლინგი ლონდონის ჩელსის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-