ყველაზე შედეგიანი 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ – ხვიჩას რეკორდი ნაპოლიში

სერია A-ს მე-5 ტურში ,,ლაციომ” ,,ნაპოლის” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩში გამარჯვების გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მეტოქე გუნდის კარის აღება მეოთხედ შეძლო. გარდა ამისა, კვარას ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა.

Opta Sport-ის ცნობით, იტალიის ჩემპიონატის 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ, ,,ნაპოლის” მაისურით ძირითად შემადგენლობაში ჩატარებულ პირველ ოთხ შეხვედრაში, 5 გოლში მონაწილეობა ხვიჩას გარდა სხვა არცერთ ფეხბურთელს არ მიუღია.

კვარაცხელიას გუნდი მომდევნო მატჩს 7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,ლივერპულთან” შინ გამართავს.

ყველაზე შედეგიანი 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ – ხვიჩას რეკორდი ნაპოლიში

სტატიის ავტორი
-