დანი ალვეში მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია!

საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, “პარი სენ-ჟერმენმა” მორიგი ჩემპიონობა იზეიმა. აღნიშნული გამარჯვება განსაკუთრებული გამოდგა დანი ალვეშისთვის, რომელმაც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა – ბრაზილიელის ანგარიშზე უკვე 39 გუნდური ტიტულია და ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიო ისტორიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს.

“სევილიას,” “ბარსელონას,” “იუვენტუსისა” და “პარი სენ-ჟერმენის” შემადგენლობაში, დანი ალვეშს შემდეგი ტიტულები აქვს მოგებული:

  • ლა ლიგა (6)
  • კოპა დელ რეი (5)
  • ესპანეთის სუპერთასი (5)
  • UEFA-ს სუპერთასი (4)
  • ჩემპიონთა ლიგა (3)
  • მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (3)
  • UEFA-ს თასი (2)
  • ლიგა 1 (2)
  • FIFA-ს კონფედერაციის თასი (2)
  • იტალიის ჩემპიონატი (1)
  • იტალიის თასი (1)
  • საფრანგეთის თასი (1)
  • საფრანგეთის ლიგის თასი (1)
  • საფრანგეთის სუპერთასი (1)
  • კოპა ამერიკა (1)
  • მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (1)

გუნდური ტიტულების რაოდენობით, დანი ალვეში უსწრებს მაქსველს (37), რაიან გიგზს (36), ვიტორ ბაიას (35), ლიონელ მესის (33), ხავისა (32) და ინიესტას (32).

დანი ალვეში მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია!

სტატიის ავტორი
-