დავით ხოჭოლავა ეტიჰადზე სასტარტოდან დაიწყებს

დღეს “კოპენჰაგენი” ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას გამართავს. ამჯერად მათი მეტოქე დაუმარცხებელი “მანჩესტერი სიტი” იქნება. რამდენიმე წუთის წინ, დანიური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა სასტარტო თერთმეტეული გამოაქვეყნა, სადაც დავით ხოჭოლავას სახელსაც ამოვიკითხავთ.

აღნიშნულ შეხვედრას მანჩესტერი, კერძოდ კი “ეტიჰად სთეიდიუმი” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

დავით ხოჭოლავა ეტიჰადზე სასტარტოდან დაიწყებს

სტატიის ავტორი
-