კატალონიის დამოუკიდებლობას ასიათასობით ადამიანი ითხოვს – სწორედ მიტინგები, არეულობა და პოლიციასთან შეტაკებები გახდა მიზეზი, რის გამოც ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართა.
დაძაბული მოვლენების ფონზე, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის შეხვედრა უსაფრთხოების განსაკუთრებული დაცვის ფონზე მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, მატჩი რამდენიმე წუთით მაინც შეწყდა: გულშემატკივრებმა სტადიონზე ბურთები გადმოყარეს. მათი მთავარი გზავნილი, მოლაპარაკება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო.
Pluja de pilotes grogues #TsunamicDemocratic #fcbarcelona #classic #independència pic.twitter.com/8CLpHfS7G5
— Mònica Fericle🎗☘️ (@MonicaFericle) December 18, 2019
მატჩის დასრულების შემდეგ, “კამპ ნოუს” გარეთ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა ქალაქში ცეცხლის დანთება სცადეს. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია 46 ადამიანი, მათ შორის 1 ოპერატორი.