“ელ კლასიკოს” მსაჯის ვინაობა ცნობილია

ესპანური მედიის ცნობით, 28 ოქტომბერს “ბარსელონასა” და “რეალის” მატჩის მთავარი არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება. ცნობილია, რომ ესპანელმა მსაჯმა “რეალის” თამაში 13-ჯერ, ხოლო “ბარსელონას” კი 12-ჯერ განსაჯა.

სანჩეს მარტინესის პირველი კლასიკო 2017 წლის სუპერთასზე შედგა, სადაც მადრიდელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს. მისი მონაწილეობით, ბოლო “ელ კლასიკო” გასული წლის 23 დეკემბერს შედგა, სადაც “რეალმა” 3 უპასუხო გოლი გაუშვა.

სანჩეს მარტინესის მოედანზე ყოფნისას “რეალმა” მატჩების 62% მოიგო (14 ყვითელი და 2 წითელი ბარათი). “ბარსელონას” ამ კომპონენტებში გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს (მოგების 75%-იანი მაჩვენებელი, არცერთი წითელი ბარათი).

“ელ კლასიკოს” მსაჯის ვინაობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-