ერლინგ ჰოლანდმა მორიგი რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტიმ” “ბაიერნი” 3:0 დაამარცხა და განმეორებითი შეხვედრის წინ დიდი უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში როდრიმ არაჩვეულებრივი გოლით გახსნა. შემდეგი ბერნარდო სილვა იყო და საბოლოო ანგარიში ერლინგ ჰოლანდმა დააფიქსირა.

აღნიშნული გოლი ნორვეგიელისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. ერლინგი პირველი პრემიერ ლიგის ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველა ტურნირზე, ერთ სეზონში 45 გოლის გატანა შეძლო. მიუნხენელების წინააღმდეგ გატანილი გოლით ჰოლანდმა მოჰამედ სალაჰის შედეგი გააუმჯობესა. “ლივერპულის” შემტევმა 2017/2018 წლების სეზონში 44 გოლი გაიტანა.

“სიტისა” და “ბაიერნს” შორის განმეორებითი შეხვედრა გერმანიაში, “ალიანს არენაზე” გაიმართება. მანჩესტერულ-მიუნხენური დაპირისპირება 19 აპრილს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

ერლინგ ჰოლანდმა მორიგი რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-