,,გასახდელში ჩხუბი არ ყოფილა” – ნეიმარმა დონარუმასთან კონფლიქტი უარყო

,,პარი სენ ჟერმენის” შემტევი, ნეიმარი, გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ,,რეალთან” მარცხის შემდეგ, გასახდელში თანაგუნდელთან, ჯანლუიჯი დონარუმასთან იჩხუბა.

ნეიმარმა ინსტაგრამის პირად გვერდზე სტატიის სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც დონარუმასთან მიმოწერის სქრინშოტი დაურთო:

დონარუმა: გამარჯობა, ნეი! ბოდიში გუშინდელისთვის… ეს სტატია მიუღებელია.

ნეიმარი: მეგობარო, დამშვიდდი, ფეხბურთში ასეთები ხდება. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და ბევრ ტიტულს მოიგებ. თავი მაღლა ასწიე და ასე გააგრძელე!


შემდეგ ნეიმარმა ინსტაგრამ-სთორიში დაწერა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და გუშინ გასახდელში ჩხუბი არ ყოფილა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,პარი სენ ჟერმენს” 3:1 მოუგო. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი პარიზული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, შედეგად მადრიდელებმა ორი თამაშის ჯამში 3:2 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

,,გასახდელში ჩხუბი არ ყოფილა” – ნეიმარმა დონარუმასთან კონფლიქტი უარყო

სტატიის ავტორი
-