გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის პირველი ტური დასრულდა. ათივე შეხვედრის გამართვის შემდეგ, სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ.

მეკარის პოზიციაზე, საუკეთესოდ საქართველოს ნაკრების 20 წლის გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც “ხეტაფესთან” – 1:0 მოგებულ შეხვედრაში ბურთი 4-ჯერ მოიგერია, მესამე დამატებულ წუთზე “ვალენსია” გოლის გაშვებას გადაარჩინა და მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს შორის, ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი – 8.1 შეფასება დაიმსახურა.

ავტორიტეტული ევროპული სტატისტიკური გამოცემების Whoscored-ისა და Sofascore-ის ვერსიით, მის ოც კოლეგას შორის ქართველ ფეხბურთელს ყველაზე მაღალი შეფასება აქვს, მასთან ყველაზე ახლოს კი “სევილიას” ახალწვეული სერბი მეკარე, მ,არკო დმიტროვიჩი იყო, რომელმაც 7.3 კოეფიციენტი დაიმსახურა.

ასევე, Silk Sport-ის ჟურნალისტის, ტატო ბაციკაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგის ოფიციალურმა არხმა ტურის საუკეთესო მეკარედ სწორედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.

ლა ლიგის შემდეგ ტურში, 21 აგვისტოს, “ვალენსია” “გარანდას” დაუპირისპირდება.

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

სტატიის ავტორი
-