გიორგი მამარდაშვილი ოსასუნასთან მატჩში ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია

ლა ლიგის მე-4 ტურში ,,ვალენსია” ,,ოსასუნას” ესტუმრება. მატჩი 18:15 საათზე დაიწყება.

,,ღამურების” ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 შეხვედრას ჩაატარებს.

მამარდაშვილმა წინა სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, ორ თამაშში კი კარი მშრალად შეინახა.

3 ტურის შემდეგ ,,ვალენსია” 7 ქულით ცხრილის მე-4 პოზიციაზეა და ლიდერ ,,ბილბაოს” 1 ქულით ჩამორჩება.


ვალენსიას ძირითადი შემადგენლობა:

გიორგი მამარდაშვილი ოსასუნასთან მატჩში ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია

სტატიის ავტორი
-