ჰოლანდი მე-14 ფეხბურთელია ვინც 10/10 შეფასება მიიღო

მანჩესტერულ დერბიში ჰეთ-თრიკის შესრულების შემდეგ, ჰოლანდი მე-14 მოთამაშე გახდა, რომელმაც L’Equipe-ის შეფასებით 10/10 მიიღო.

ჰოლანდი მე-14 ფეხბურთელია ვინც 10/10 შეფასება მიიღო 1

L’Equipe მოთამაშეების საკმაოდ მკაცრი შეფასებებით არის ცნობილი და 22 წლის ნორვეგიელამდე მხოლოდ 13-მა მოთამაშემ მოახერხა 10/10-ის მიღება. ჰოლანდის გარდა, სხვა ფეხბურთელები, რომლებმაც სრული შეფასება დაიმსახურეს, არიან ლიონელ მესი, ფრანკ საუზი, ბრუნო მარტინი, ოლეგ სალენკო, ლარს ვინფილდი, რობერტ ლევანდოვსკი, კარლოს ედუარდო, ნეიმარი, დუშან ტადიჩი, ლუკას მოურა, სერჟ გნაბრი, კილიან მბაპე და ალბან ლაფონტი. 21-ე საუკუნეში, ჰეთ-თრიკის შესრულების გარეშე, ფრანგულმა გაზეთმა უმაღლესი შეფასება მხოლოდ დუშან ტადიჩს და ალბან ლაფონტს მიანიჭა.

ჰოლანდი მე-14 ფეხბურთელია ვინც 10/10 შეფასება მიიღო 2

ერლინგს პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცოტა, 8 მატჩი, დასჭირდა, რომ ჰეთ-თრიკი შეესრულებინა. აქამდე საუკეთესო მაიკლ ოეუნი იყო, რომელმაც ეს ყველაფერი 48 შეხვედრაში მოახერხა.

შემდეგი შეხვედრა “სიტის” ჩემპიონთა ლიგაზე “კოპენჰაგენის” წინააღმდეგ ითამაშებს. აღნიშნულ შეხვედრას “ეტიჰადი” უმასპნძლებს და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ჰოლანდი მე-14 ფეხბურთელია ვინც 10/10 შეფასება მიიღო

სტატიის ავტორი
-