ინგლისელი ჟურნალისტი: “აგუეროს პენალტი თავიდან უნდა შესრულებულიყო”

გუშინ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ტოტენჰემმა” შინ “მანჩესტერ სიტი” 1:0 დაამარცხა.

აღნიშნული დაპირისპირების პირველ ტაიმში, სტუმართა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ თერთმეთმეტრიანი ვერ გამოიყენა. არგენტინელს უგო ლორისმა აჯობა.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში საკმაოდ საინტერესო კადრი გაავრცელეს. მათი აზრით, იმის გამო, რომ “ტოტენჰემის” მცველი, იან ვერტონგენი საკუთარ საჯარიმოში დროზე ადრე შევიდა, აგუეროსთვის პენალტი მთავარ არბიტრს ხელახლა უნდა დაერტყმევინებინა.

ინგლისელი ჟურნალისტი: "აგუეროს პენალტი თავიდან უნდა შესრულებულიყო" 1

ინგლისელი ჟურნალისტი: “აგუეროს პენალტი თავიდან უნდა შესრულებულიყო”

სტატიის ავტორი
-