კარაგერი პსჟ-ზე: ,,ამას 15-წლამდელთა გუნდიც არ დაუშვებდა”

,,ლივერპულისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა, ,,რეალისა” და ,,პარი სენ ჟერმენის” შეხვედრაზე ისაუბრა:

,,ეს სამარცხვინოა! მეორე და მესამე გაშვებულ გოლებს შორის სხვაობა 11 წამია. რეალს 15-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგაც რომ ეთამაშა, ასეთი რამ მაინც არ მოხდებოდა…

სირცხვილია… ამ დონის მოთამაშეებს ბოლომდე ბრძოლა უნდა შეეძლოთ,” – კარაგერის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.


ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,პარი სენ ჟერმენს” 3:1 მოუგო. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი პარიზული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, შედეგად მადრიდელებმა ორი თამაშის ჯამში 3:2 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

კარაგერი პსჟ-ზე: ,,ამას 15-წლამდელთა გუნდიც არ დაუშვებდა”

სტატიის ავტორი
-