ხამეს როდრიგესი: “ნაპოლი თუ ტურინი? მე მედელინი მირჩევნია”

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელის, კარლ ჰაინც-რუმენიგეს განცხადებით, გუნდი ხამეს როდრიგესის შეძენას არ აპირებს. რუმენიგეს თქმით, გუნდის დატოვების სურვილი თავად კოლუმბიელმა გამოხატა.

ამ შეთანხმებით, ხამესი კვლავ “რეალს” უბრუნდება, თუმცა ცნობილია რომ ხამეს როდრიგესი ზიდანის გეგმებში საერთოდ არ შედის. ამ ფონზე კი, კოლუმბიელისადმი ინტერესს “ნაპოლი” და “იუვენტუსი” იჩენენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი ხამესმა საინტერესო განცხადება გააკეთა: “ნაპოლი თუ ტურინი? მე მედელინი (ქალაქი კოლუმბიაში) მირჩევნია, ახლა ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული,” აღნიშნა ხამესმა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბია კოპა ამერიკაზე იღებს მონაწილეობას. ტურნირი 14 ივნისს აიღებს სტარტს, კოლუმბია კი 15 ივნისს არგენტინას დაუპირისპირდება.

 

 

 

 

ხამეს როდრიგესი: “ნაპოლი თუ ტურინი? მე მედელინი მირჩევნია”

სტატიის ავტორი
-