ხავი: ,,ჩვენი გამარჯვება რეალისთვის, შესაძლოა, მძიმე დარტყმა იყოს”

კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, მადრიდის ,,რეალთან” მატჩის წინ, ,,ელ კლასიკოს” მნიშვნელობაზე ისაუბრა:

,,რაც არ უნდა მოხდეს, ეს გადაწმყვეტი მატჩი არ იქნება. წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, თუმცა ჩვენი გამარჯვება ,,რეალისთვის”, შესაძლოა, მძიმე დარტყმა იყოს.

ჩვენი მიზანი შეხვედრაში დომინირებაა, რასაც თითქმის ყოველთვის ვაკეთებთ, ,,ბერნაბეუზე” გამართული მატჩის გამოკლებით. ასევე, მიზნად გვაქვს, რომ ისე ვითამაშოთ, როგორც სუპერთასის ფინალში,” – ხავის სიტყვებს Football Espana ციტირებს.

დღეს, ლა ლიგის 26-ე ტურში, ,,ბარსელონა” ,,რეალს” უმასპინძლებს.

25 ტურის შემდეგ, ხავის გუნდს 65 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,რეალს” 9 ქულით უსწრებს.

ხავი: ,,ჩვენი გამარჯვება რეალისთვის, შესაძლოა, მძიმე დარტყმა იყოს”

სტატიის ავტორი
-