ხავი: ,,ობამეიანგი მთელი გუნდისთვისა და თანაგუნდელებისთვის მაგალითი იყო”

კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, პიერ-ემერიკ ობამეიანგზე ისაუბრა, რომელიც ლონდონის ,,ჩელსიში” გადავიდა:

,,ობამეიანგი მოედანზეც და მის მიღმაც ნამდვილი მაგალითი იყო, მან ბევრი რამ შეცვალა. თუ გადახედავთ მის შედეგებს, მიხვდებით, რამდენად ძვირფასია ეს ფეხბურთელი.

პიერ-ემერიკი მთელი გუნდისთვისა და თანაგუნდელებისთვის მაგალითი იყო,” – ხავის სიტყვებს ,,ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ობამეიანგი ,,ბარსელონაში” 2022 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 24 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გაბონელმა ფეხბურთელმა ,,ჩელსისთან” 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ,,არისტოკრატებმა” თავდამსხმელში 12 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ხავი: ,,ობამეიანგი მთელი გუნდისთვისა და თანაგუნდელებისთვის მაგალითი იყო”

სტატიის ავტორი
-