ხავი: ,,ორმატჩიან დაპირისპირებაში რეალის დამარცხება რთულია”

კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხავი მომავალ ,,ელ კლასიკოში” ფავორიტად მადრიდის ,,რეალს” მიიჩნევს:

,,ორიენტირებულები სუპერთასისა და ლა ლიგის საშინაო მატჩებზე ვართ, თუმცა ეს მადრიდის ,,რეალია” – ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონი. დომინირებას ვეცდებით, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. პირველ შეხვედრაში 1:0 გამარჯვება ძალიან კარგი შედეგია.

ისეთი განცდა მაქვს, რომ ორმატჩიან დაპირისპირებაში ,,რეალის” დამარცხება რთულია. ბოლოს როდის წააგეს ორმატჩიანი სერია? მიუხედავად იმისა, რომ ახლა ანგარიში ჩვენს სასარგებლოდაა, ფავორიტად მაინც მათ მივიჩნევ,” – ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.

ხვალ, ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ბარსელონა” ,,რეალს” უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ხავი: ,,ორმატჩიან დაპირისპირებაში რეალის დამარცხება რთულია”

სტატიის ავტორი
-