კიკე სეტიენმა რეალთან მოგების შემდეგ, გასახდელში ანჩელოტის სიტყვები გაიმეორა | VIDEO

ლა ლიგის 28-ე ტურში ,,ვილიარეალმა” ,,რეალს” სტუმრად 3:2 მოუგო.

ვალენსიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, გამარჯვება გასახდელში ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა და გაიმეორა ის სიტყვები, რომელიც კარლო ანჩელოტიმ ,,კამპ ნოუზე” ,,ბარსელონასთან მოგების შემდეგ, საკუთარ მოთამაშეებს უთხრა – ორივე სპეციალისტი ფეხბურთელებს დასვენების დღეს დაჰპირდა.

კიკე სეტიენი 2020 წლის იანვრიდან იმავე წლის აგვისტოს ჩათვლით ,,ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი იყო. კატალონიელებმა სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ,,ბაიერნთან” 2:8 მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.

კიკე სეტიენმა რეალთან მოგების შემდეგ, გასახდელში ანჩელოტის სიტყვები გაიმეორა | VIDEO

სტატიის ავტორი
-