კილიან მბაპემ, შესაძლოა, მადრიდის რეალთან ითამაშოს

,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, კილიან მბაპე მძიმე ტრავმას გადაურჩა და ,,რეალთან” მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში თამაშს შეძლებს.

L’Equipe-ს ცნობით, კილიანმა იდრისა გეიესთან ვარჯიშზე შეჯახების შედეგად მარცხენა ფეხი დაიზიანა, დღეს ჩატარებულმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ ფეხბურთელს მოტეხილობა არ აქვს. ამ ეტაპზე გუნდის ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერი ოთხშაბათის მატჩისთვის ბოლომდე მზად იყოს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ,,პსჟ-სა” და ,,რეალს” შორის პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს სწორედ 23 წლის შემტევმა გაიტანა.

მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 24 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.


კილიან მბაპემ, შესაძლოა, მადრიდის რეალთან ითამაშოს

სტატიის ავტორი
-