კოპა დელ რეის 1/2-ფინალში ერთმანეთს რეალი და ბარსელონა შეხვდებიან

დღეს ესპანეთის თასის 1/2-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ნახევარფინალური წყვილები ასე განაწილდა – ,,რეალი” ,,ბარსელონას” შეხვდება, ,,ოსასუნა” კი ,,ბილბაოს”.

,,ელ კლასიკოს” პირველი შეხვედრა მადრიდში 1 ან 2 მარტს გაიმართება, საპასუხო მატჩს კი 4, 5 ან 6 აპრილს ბარსელონა უმასპინძლებს.

მიმდინარე სეზონში ,,რეალი” და ,,ბარსელონა” ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ, ლა ლიგაში ,,სამეფო გუნდმა” 3:1 იმარჯვა, ესპანეთის სუპერთასის ფინალში კი ამავე ანგარიშით კატალონიელებმა იმარჯვეს.

კოპა დელ რეის მოქმედი ჩემპიონი ,,ბეტისია”, რომელმაც შარშან ფინალში ,,ვალენსიას” მოუგო.

https://twitter.com/FCBarcelona/status/1620036620375425026

კოპა დელ რეის 1/2-ფინალში ერთმანეთს რეალი და ბარსელონა შეხვდებიან

სტატიის ავტორი
-