,,კვარადონა ნეაპოლში ბრწყინავს” – რა გამოხმაურება მოჰყვა ხვიჩას თამაშს?

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სასუოლოს” უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ქართველი ფეხბურთელის კიდევ ერთ შესანიშნავ მატჩს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

,,კვარადონა ამ სეზონში ნეაპოლში ბრწყინავს” – წერს ავტორიტეტული ვებგვერდი Goal.com-ი


https://twitter.com/goal/status/1586352583199059968

,,მოგესალმებით კვარალანდიაში” – წერია სერია A-ს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

https://twitter.com/SerieA/status/1586351392733949952

,,ხვიჩა კვარაცხელიას 2 პასი და 1 გოლი დღევანდელ მატჩში.

6 გოლი და 5 ასისტი – სერია A-ში, 2 გოლი და 3 ასისტი – ჩემპიონთა ლიგაზე. შეგახსენებთ, რომ ,,ნაპოლიმ” კვარა ,,დინამო ბათუმიდან” 10 მილიონ ევროდ გაიფორმა,” – ფაბრიციო რომანო.

https://twitter.com/FabrizioRomano/status/1586372816085065730

,,ყველაზე მეტი გოლი ,,ნაპოლის” შემადგენლობაში: ხვიჩა კვარაცხელია.

ყველაზე მეტი ასისტი ,,ნაპოლის” შემადგენლობაში: ხვიჩა კვარაცხელია.

ეს ბავშვი განსაკუთრებულია,” – Squawka

https://twitter.com/Squawka/status/1586352101571043329

,,კვარადონა ნეაპოლში ბრწყინავს” – რა გამოხმაურება მოჰყვა ხვიჩას თამაშს?

სტატიის ავტორი
-