ლიონის პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღი დაასახელა

კორონავირუსის გამო ჩემპიონთა ლიგა დიდი ხანია გაჩერებულია. საუბრები მიდის იმის შესახებ, რომ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი აგვისტოში უნდა განახლდეს.

ამასთან დაკავშირებით “ლიონის” პრეზიდენტმა ჟან მიშელ ოლამ კომენტარი გააკეთა: “ჩემპიონთა ლიგა 7 აგვისტოს დაბრუნდება და ამ დღეს ჩემი კლუბი ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩაივლის.”

ფრანგული კლუბებისთვის ლიგაზე თამაში გარკვეულწილად პრობლემატური იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთის ლიგა 1 ოფიციალურად შეწყდა და სექტემბრამდე არ განახლდება.

“ლიონს” და “პსჟ-ს” აგვისტომდე არცერთი თამაშის ჩატარება არ შეეძლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბები სასურველ ფორმაში არ იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ “ლიონმა” პირველ მერვედფინალურ დაპირისპირებაში, შინ ტურინის “იუვენტუსი” 1:0 დაამარცხა, რაც შეეხებათ პარიზელებს, მათ ორი მატჩის ჯამში “დორტმუნდის ბორუსიას” სძლიეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

ლიონის პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღი დაასახელა

სტატიის ავტორი
-