ლუჩანო სპალეტი: “ინტერს ბარსელონასთან სიმამაცე აკლდა”

“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, “ბარსელონასთან” განცდილი მარცხის შემდეგ (2:0) კომენტარი გააკეთა.

“იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩემი გუნდისგან სულ სხვა თამაშს ველოდებოდი. პირველ ტაიმში არასათანადო სიმამაცე და ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინეთ, რამაც მატჩის მასპინძლებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცა. “პსვ”-სა და “ტოტენჰემს” შორის ნათამაშები ფრე ჩვენ ხელს გვაწყობს, ახლა მხოლოდ განმეორებით მატჩზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია და დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ამბიციები რეალობისგან შორს არ დგას”, – განაცხადა სპალეტიმ.

განმეორებითი მატჩები ჩემპიონთა ლიგაზე 7-8 ნოემბერს გაიმართება.

ლუჩანო სპალეტი: “ინტერს ბარსელონასთან სიმამაცე აკლდა”

სტატიის ავტორი
-