მადრიდის მერმა მედიასთან იხუმრა: ,,მბაპე? მან მითხრა, რომ ატლეტიკოში გადადის”

მადრიდის მერმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ, ,,პარი სენ ჟერმენის” ყატარელ მფლობელთან, ჰამად ბინ ხალიფა ალ თანისთან შეხვედრის შემდეგ, კილიან მბაპეს ,,რეალში” შესაძლო გადასვლაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ხუმრობით უპასუხა:

,,მბაპე? მან მითხრა, რომ ატლეტიკოში გადადის,” – მარტინეს-ალმეიდას სიტყვებს Marca ციტირებს.


კილიან მბაპეს ,,პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ესპანური მედიის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდის ,,რეალთან” ხელშეკრულების დეტალები უკვე შეათანხმა და ,,სამეფო გუნდს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.


მადრიდის მერმა მედიასთან იხუმრა: ,,მბაპე? მან მითხრა, რომ ატლეტიკოში გადადის”

სტატიის ავტორი
-