მანჩესტერ სიტი ფრენკი დე იონგში £61 მილიონს იხდის

მანჩესტერული გრანდი ახალგაზრდა, პერსპექტიული ჰოლანდიელით დაინტერესდა. “აიაქსის” ფეხბურთელში, ფრენკი დე იონგში, “მანჩესტერ სიტი” £61 მილიონს იხდის. ამაზე დიდი თანხა “სიტის” მხოლოდ ბელგიელი შემტევი ნახევამრცველის, კევინ დე ბრუინის შესაძენად აქვს გადახდილი (£68.4 მილიონი).

როგორც ბრიტანული სპორტული მედიასაშუშუალებები იტყობინებიან, პეპ გვარდიოლა ფრენკი დე იონგს ბრაზილიელი ფერნანდინიოს შემცვლელად განიხილავს, რომელიც უკვე 33 წლისაა.

აგვისტოში დე იონგს “ბარსელონაში” გადასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა £27 მილიონიანი შეთავაზების მიუხედავად, “აიაქსის” ხელმძღვანელობამ კატალონიელები უარით გაისტუმრა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ გუნდში გაყიდის “აიაქსი” ამომავალ ვარსკვლავს. ფაქტია, რომ გუნდის სპორტულ დირექტორს და ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდას, მარკ ოვერსმარსს, საკმაოდ ბევრი შეთავაზების განხილვა მოუწევს, რადგან დე იონგის გადაბირება ძალიან ბევრ ევროპულ გრანდს სურს.

ასევე იხილეთ: აიაქსმა დე იონგის სატრანსფერო ფასი დაასახელა

 

 

მანჩესტერ სიტი ფრენკი დე იონგში £61 მილიონს იხდის

სტატიის ავტორი
-