მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ “სიტის” ნახევარმცველი – ილქაი გიუნდოგანი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ეს ინფორმაცია თავად მანჩესტერულმა კლუბმა დაადასტურა. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, გერმანელი ფეხბურთელი თვითიზოლაციაში 10 დღის განმავლობაში იქნება და შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდება.


შესაბამისად, გიუნდოგანი დღეს პრემიერ ლიგის პირველ მატჩს “ვულვზის” წინააღმდეგ გამოტოვებს.

მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა

სტატიის ავტორი
-