მარკოს ალონსოთი „რეალი“ და „ატლეტიკო“ ინტერესდებიან

ლონდონის “ჩელსის” მცველით, მარკოს ალონსოთი ინტერესს მადრიდული გუნდები, “რეალი” და “ატლეტიკო” გამოთქვამენ.

ესპანური AS-ის თანახმად, ორივე გუნდი მარკოს ალონსოში 30 მილიონი ევროს  გადახდისთვის არის მზად.

Transfermarkt-ის თანახმად, 27 წლის მარკოს ალონსოს სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.

გასულ წელს ალონსომ პრემიერლიგაში 33 თამაში ჩაატარა, სადაც მან 7 გოლის გატანა და 2 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

 

 

მარკოს ალონსოთი „რეალი“ და „ატლეტიკო“ ინტერესდებიან

სტატიის ავტორი
-