მბაპე: ,,202-ე, 203-ე და 204-ე გოლები ბაიერნისთვის შევინახე”

,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, რომელიც შაბათს პარიზული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (კილიანმა 201-ე გოლი გაიტანა და ედინსონ კავანის გადაუსწრო), მიუნხენის ,,ბაიერნთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,აქ იმიტომ ვთამაშობ, რომ ისტორია დავწერო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამის გაკეთება მინდოდა. საქმე ჯერ არ დამთავრებულა. გუნდური მიღწევები მაინტერესებს და არა – მხოლოდ ინდივიდუალური. მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, მწვრთნელსა და ქომაგებს. ხალხისთვის ამის ჩუქება მნიშვნელოვანი იყო.

,,ბაიერნისთვის” 202-ე, 203-ე და 204-ე გოლები შევინახე? და კიდევ უფრო მეტიც… გუნდმა ნდობა დაიბრუნა, მიუნხენში ბოლომდე კონცენტრირებულნი ჩავალთ. ახლა მოგების დროა,” – განაცხადა მბაპემ.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მიუნხენის ,,ბაიერნი” ,,პსჟ-ს” ოთხშაბათს უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ,,რეკორდმაისტერის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მბაპე: ,,202-ე, 203-ე და 204-ე გოლები ბაიერნისთვის შევინახე”

სტატიის ავტორი
-