მესი: “ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს”

კატალონიური გრანდის სუპერვარსკვლავი აცხადებს, რომ ნეიმარს კვლავ “ბარსელონაში” დაბრუნება სურს. ლეო მესის მტკიცებით, იგი მიესალმება ყოფილი თანაგუნდელის “კამპ ნოუზე” ხილვას.

გასულ წელს, ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, “ბლაუგრანას” მესვეურები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ თუმცა პარიზულ გრანდთან სატრანსფერო ღირებულების შეთანხმება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ჩავარდნილი ტრანსფერისა, მესი ამტკიცებს, რომ 28 წლის ნეიმარს კვლავ “ბარსელონაში” დაბრუნება სურს.

“მას “ბარსელონაში” დაბრუნების საოცრად დიდი სურვილი აქვს. ნეიმარი დაშვებულ შეცდომას ნანობს. ის არაპროგნოზირებადია და უამრავი გოლი გააქვს – სპორტული თვალსაზრისით, ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. რა თქმა უნდა მოხარული ვიქნები მისი დაბრუნებით.”

“ფანები გულდაწყვეტილი არიან. ნეიმარის ტრანსფერმა მეც იმედგაცრუებული დამტოვა. ჩვენ მისი დარჩენა გვსურდა. საბოლოოდ, ყველას გამარჯვება და გუნდში საუკეთესო ფეხბურთელების ასპარეზობა გვსურს – უკვე გითხარით, რომ ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”, – აღნიშნა ლეო მესიმ.

მესი: “ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს”

სტატიის ავტორი
-