მესი პსჟ-ს დაემშვიდობა

,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ დაადასტურა, რომ პარიზული გუნდის დატოვებას აპირებს:

,,ბედნიერი ვარ, რომ ,,პსჟ-ში” თამაშის საშუალება მომეცა. ასეთ კარგ ფეხბურთელებთან ერთად თამაში ჩემთვის სასიამოვნო იყო.

მინდა, კლუბს საოცარი გამოცდილებისთვის მადლობა გადავუხადო,” – მესის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.

მესი ,,პსჟ-ს” შემადგენლობაში ბოლო შეხვედრას დღეს, ,,კლერმონის” წინააღმდეგ გამართავს.

მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 21 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.

https://twitter.com/DeadlineDayLive/status/1664989796358299652

მესი პსჟ-ს დაემშვიდობა

სტატიის ავტორი
-