მილანმა ჩელსისთან ლოფტუს-ჩიკის ტრანსფერი თითქმის შეათანხმა

ლონდონის ,,ჩელსის” ნახევარმცველი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი ,,მილანში” გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები გრძელვადიან კონტრაქტზე თითქმის შეთანხმდმენ და ახლა ,,როსონერი” ,,ჩელსისთან” მოლაპარაკებებს ფეხბურთელის ფასზე მართავს.

2022-2023 წლების სეზონში ლოფტუს-ჩიკმა ,,ჩელსის” მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. 27 წლის ფეხბურთელს ლონდონურ გუნდთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მილანმა ჩელსისთან ლოფტუს-ჩიკის ტრანსფერი თითქმის შეათანხმა

სტატიის ავტორი
-